დავით მათიკაშვილი - პაველ ჰერჩინსკიმ დიდი ხანია გადალახა „წითელი ხაზები“, ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში

პაველ ჰერჩინსკიმ დიდი ხანია გადალახა „წითელი ხაზები“, ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ EU-ს ელჩი საქართველოში, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ევროკავშირის დღევანდელი ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აბსოლუტურად არის აცდენილი.

მათიკაშვილი ამბობს, რომ ჰერჩინსკი დაკავებულია არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენელი, ელჩი დიპლომატიურ ზღვარს აბსოლუტურად არის აცდენილი. მან დიდი ხანია უკვე, გადალახა ეს „წითელი ხაზები“ და ჩანს, რომ ის გახდა „დიფ სთეითის“ რუპორი საქართველოში. ცდილობს, არა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაციას, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ა.შ. პოზიტიური მიზნების მიღწევას, არამედ პირიქით, განცალკევების, დაპირისპირების და სამწუხაროდ, არაევროპული და ევროკავშირისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდით არის ეს ადამიანი დაკავებული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გადაიტვირთება, მოხდება ამ სიტუაციის პოზიტიური ნიშნულით დაწყება და შემდგომი დიპლომატიური წარმომადგენლები ევროკავშირიდან საქართველოში იქნებიან დიპლომატიური მისიის რეალურად შემსრულებლები და არა რაღაც იმ ძალების გამხმოვანებლები, რომელთა მიზნებსაც, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს არც ჩვენი ქვეყნის არც ევროპული გზა და არც მისი დემოკრატიული განვითარება,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა