პაველ ჰერჩინსკი - ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობა ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენაა და ამას მომავალშიც გავაგრძელებ - ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა

ვისურვებდი, შემექო საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც. ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მისი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას გააცნოს, რა მდგომარეობაშია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.

„ვისურვებდი, სხვა ადგილას ვყოფილიყავით, თუმცა ყველამ იცის, რომ სიტუაცია უკიდურესად რთულია.

ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, გაეღო კარი საქართველოსთვის. მას უნდა განეხორციელებინა რეფორმები. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმრავლესობა არ ხორციელდება, პირიქით, იდგმება ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არსებული მდგომარეობა“, - აღნიშნა ელჩმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს