კახა კალაძე - დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება - წარმატებას ვუსურვებთ და გვინდა გვჯეროდეს, რომ ის გაიმარჯვებს

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება - ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ჩვენ ამას საკუთარ ქვეყანაზე ვიგრძნობთ, „თუკი აშშ-სთან ურთიერთობები დალაგდება და არ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით“.

„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ქვეყანას. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალურ ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა. ვიღაცები გამოდიოდნენ რაღაცებს ხუმრობდნენ ამასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაენეიტრალებინათ ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ძალიან მალე კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალურ ომის პარტიას“, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამ ყველაფერს ვიგრძნობთ, როდესაც ის იქნება დამარცხებული, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. მაშინ როდესაც „დიფ სთეითი“ იქნება დამარცხებული, ჩვენ ამას ვიგრძნობთ საკუთარ ქვეყანაზე, თუ ეს ურთიერთობები დაალაგდება, გადალაგდება და არ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყოველი მათი განცხადება გაჯერებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე ჩაეთრიათ ომში და გახსნილიყო მეორე ფრონტი,“ - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ფარას“ ამერიკულ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, მათ შორის, რევოლუციის მცდელობები, უცხოური ფულით იყო დაფინანსებული და „ამ ყველაფრის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი“.

„გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ზუსტად „ფარას“ ანალოგიური კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ეს იქნება სისხლის სამართლის...,“ - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა