გამარტივებული გადახდა „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის

ალდაგისა და Keepz-ის პარტნიორობის ფარგლებში, „ალდაგის“ მომხმარებლები სადაზღვევო პრემიის გადახდას გამარტივებულად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადახდის ბმულს მომხმარებელი მობილურ ტელეფონზე მიიღებს და „ლინკზე“ ერთი დაჭერით შეძლებს ოპერაციის დასრულებას.

„Keepz ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მარტივ და უსაფრთხო გადახდის ინოვაციურ მეთოდს სთავაზობს მომხმარებლებს.

გამარტივებული გადახდა პროცესს უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის, რაც ნიშნავს, რომ „ესემესის” მოსვლის შემდეგ, მოცემულ ბმულზე გადასვლით, google pay-ს ან apple pay-ს დახმარებით მხოლოდ ერთი მოქმედებით გადაიხდი პრემის და ამისთვის აღარაა საჭირო პოლისის ნომრისა თუ სხვა დეტალების დაზუსტება.

https://www.facebook.com/share/v/1BBD1fgasv/”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის განმარტებით, მათი მიზანია, რომ მომხმარებლებს კომფორტულ სერვისებზე წვდომა ჰქონდეთ.

„ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად, ისეთი სერვისი შევთავაზოთ, რაც მეტ კომფორტს გულისხმობს. KEEPZ-ის გამარტივებული გადახდა, პროცესს უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. ეს სისტემა გვეხმარება მომხმარებელს ერთი მხრივ არ გამორჩეს გადახდის თარიღი და მეორე მხრივ, სწრაფად დაასრულოს გადარიცხვის პროცესი”, - აცხადებენ „ალდაგში”.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა