ბრიტანულ-ქართული აკადემიის ინვესტორს სკოლისადმი უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ

ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა სკოლის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის მენეჯმენტში უხეშ ჩარევას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას, რომელიც კოლას დაარსების დღიდან უდგას სათავეში. "ინვესტორი ხედავს ფულს და არა განათლებას", "BGA ოკუპირებულია", "იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება", "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სულგაყიდულების ადგილი არ არის" – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აღჭურვილი დემონსტრანტები ინვესტორის მიერ დანიშნული დირექტორის გიორგი კეთილაძის მისამართით სკანდირებდნენ: „კეთილაძე, გამოდი!“.

აქციის მონაწილეთა თქმით, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის ქვეშ აშენებულმა და განვითარებულმა სკოლამ მათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა და არ სურთ, რომ მათ უმცროს თანასკოლელებს ეს პერსპექტივა წაართვან.

სკოლის კურსდამთავრებულები ინვესტორ კომპანიას და მის დირექტორის ირაკლი გილაურს სკოლისადმი არასწორ მიდგომაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ გილაური ბრიტანულ–ქართულ აკადემიას რიგით ბიზნესად აღიქვამს და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ცეცხლაძე GBC-სთან ამბობს: "ჩვენ ვაპროტესტებთ სკოლის არალეგალურ ოკუპაციას გიორგი კეთილაძის, ირაკლი გილაურის და ლევან დადიანის ამ ქმედებებს, რომლებიც სკოლაში შეიჭრნენ ერთი კვირის წინ, თან ისე, რომ დაცვის სამი თანამშრომელი დააშინეს, სახლებიდან წაიყვანეს პოლიციაში, პოლიციამ მათ მოსთხოვა სასწრაფოდ დაერეკათ დაცვის სხვა თანამშრომლებისთვის, რათა დაეტოვებინათ სკოლა და შეეშვათ "საქართველოს კაპიტალის" ახალი, უცნობი ე.წ. დაცვა. ისინი ბოლო ერთი კვირაა სკოლაში არიან არალეგალურად“.

ლუკა ცეცხლაძის თქმით, გიორგი კეთილაძე გახდა სკოლის „თვითმარქვია დირექტორი“.

„სკოლაში არის არეულობა. ამ სკოლამ ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა ჩემთვის, ახლა მე ვსწავლობ ამერიკაში, ხუთი დღის წინ ჩამოვედი საქართველოში, როცა ეს ამბავი გავიგე. ამ სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარეშე, მე არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ. ჩემი მოლოდინი არის, რომ იმედია ხალხი შემოგვიერთდება, ეს რაც ხდება არის უდიდესი უსამართლობა, ამ მოქმედებით ბაღის ბავშვებიც შეაშინეს და ძალიან გვინდა, რომ საბოლოოდ ეს ამბავი დასრულდეს ისე, როგორც დასრულდებოდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში", - აღნიშნა ლუკა ცეცხლაძე.

სკოლის ინვესტორ კომპანიას უსამართლობაში ადანაშაულებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე პაპუნა მჟავანაძე, რომელიც ასევე ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულია.

„უსამართლოდ წაართვეს სკოლა, უსამართლოდ მოხდა დირექტორის გადაყენება და თავიანთი დირექტორის მოყვანა. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა, ესეც უსამართლობაა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ყველაფერი გამოსწორდება. სკოლა უნდა დაუბრუნდეს იმას, ვინც დააფუძნა, ვინც სამართლებრივად ფლობს და არ უნდა წაერთვას მას ასე უსამართლოდ და ამ უსამართლობაზე ხმა უნდა ამოვიღოთ და არ უნდა გვაჩუმდეთ, რადგან დღეს თუ ისინი მოვიდნენ ჩვენამდე, ხვალ შეიძლება ნებისმიერ ბიზნესმენს მიაკითხონ“, – აცხადებს პაპუნა მჟავანაძე.

აქციის მონაწილეები თავის განცხადებაში ირაკლი გილაურს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის ოკუპანტად“ მოიხსენიებენ და მოუწოდებენ მას, შეწყვიტოს სკოლის და უშუალოდ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ურჩევენ, ახლა მაინც შეასრულოს სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

(R)

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით