დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში - ბევრი მათგანი იყვნენ მკვლელები, ადამიანებით მოვაჭრეები, ბანდის წევრები და სხვა კრიმინალები მთელი მსოფლიოს საშიში ქალაქების ქუჩებიდან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ეს ადამიანები „ძლიერად არიან ჩაბუდებული“ შეერთებულ შტატებში.

„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“, - აღნიშნა ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა