„ჰამასი“ - პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია რამდენიმე გატაცებულის მოკვლას გამოიწვევს

დაჯგუფება „ჰამასი“ მძევლების დახოცვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზას სექტორში ბრძოლებს განაახლებს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს რამდენიმე გატაცებულის მოკვლას“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბუ უბეიდამ.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის 24 მძევალი იმყოფება და 35 გატაცებული ადამიანის ცხედარია.

მათივე ცნობით, ცოცხალ ტყვეებს შორისაა ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელსაც ისრაელისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს და ტაილანდის მოქალაქე.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმების გაგრძელებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს