CIU-ს სტუდენტები შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დასაქმდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის სასწავლო-პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, კარიერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნათია ჯავახიშვილი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს დაქტილოსკოპიური განყოფილების მთავარი ექსპერტი გახდა, ნიკოლოზ ოთანაძე კი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოში ექსპერტ-კრიმინალისტის პოზიციაზე დაინიშნა.

„ახალგაზრდებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სამართლის ფაკულტეტის მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც კრიმინალისტიკის პრაქტიკულ კურსს ახლა გადიან.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წელს სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაარსდა. მას შემდეგ, სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ კრიმინალისტიკის სასწავლო-პრაქტიკული კურსი, რომელსაც შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი და ამავე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსი, თენგიზ სისაური უძღვებიან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები გადიან სტაჟირებას და შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე