დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული - იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინმა “ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ იყო სრული” და დასძინა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.

“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა”, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინასთან ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა. დონალდ ტრამპმა ახსენა ელექტროსადგურიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის ნატო-სთან დაკავშირებულ პოზიციაზე და განაცხადა, რომ ამაზე პასუხი ყველამ იცის - „მათ პასუხი იციან 40 წელია“.

“რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის დანახვა გვსურს.

სიბნელეში არ ვმუშაობდით. უკრაინასთან განვიხილავდით მიწის [საკითხს] და მიწის ნაწილებს… საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტს. ელექტროსადგურის საკითხია, ძალიან დიდი ელექტროსადგურის. ვის დარჩება ელექტროსადგური და ვის დარჩება ესა თუ ის.

ასე რომ, ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ პირველი ფაზა ცეცხლის შეწყვეტაა… მიწის კონცეფციას განვიხილავდით, ვინაიდან, ცეცხლის შეწყვეტაზე დროის დაკარგვა არ გვსურს, თუ მას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ასე რომ, ჩვენ ვამბობთ - ეს არის რაც შეგიძლიათ მიიღოთ, ეს არის რაც არ შეგიძლიათ მიიღოთ. ისინი განიხილავენ ნატო-სა და ნატო-ში ყოფნას, და ყველამ იცის, რა არის ამაზე პასუხი. სიმართლე გითხრათ, მათ ეს პასუხი 40 წელია იციან.

ასე რომ, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი რეალურად განიხილება. ახლა, ვნახავთ თანახმა არის თუ არა რუსეთი, და თუ არა - ეს ძალიან სამწუხარო მომენტი იქნება მსოფლიოსთვის”, - განაცხადა ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება