სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტმედიასა და სოციალურ ქსელებში განთავსებულ  ინფორმაციებზეც გავრცელდება

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლის ამოქმედებას “ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს, ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ამასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება.

პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

გორდულაძის ინფორმაციით, კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტმომსახურება. ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება შემდეგი დეფინიცია: - ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება.

ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენისა და ინტერნეტ ჰოსტინგს.

“მაუწყებლებს იმავდროულად აქვთ საიტი, აქვთ სოციალური ქსელი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია სოციალური ქსელით და თუნდაც ვებ-გვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს.

ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ