კრემლი პუტინი-ტრამპის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და „კონფლიქტის მოგვარების“ საკვანძო პირობად კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულ შეჩერებას ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით კრემლი განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.

“კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ, საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის თანახმად, საუბრისას ტრამპმა მხარეებს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.

ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს “კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.

კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.

“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს