რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ოპოზიციის შოუებისთვის დრო არ გვაქვს

ოპოზიციის მცდელობა შიდა დაპირისპირება, ან კანონთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხად წარმოაჩინოს, ფარისევლობის პიკია - ჩვენ არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც როგორც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის წევრებთან, ყოფილ პარლამენტარებთან შეხვედრაზე ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამბიციამ და სურვილმა, ფაქტობრივად, მათი გონება დაატყვევა.

„მათ წონასწორობა დაკარგეს იმ დონემდე, რომ თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას და ემუქრებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და სასამართლოებს. ოპოზიციური პარტია თავისი „რესპუბლიკური სახალხო პარტიით“, მედიით და სხვა სტრუქტურებით არასოდეს პასუხობს სასამართლო ხელისუფლების ბრალდებებს, იქნება ეს დიპლომის საკითხზე თუ კორუფციასა და ქურდობაზე. ვერ პასუხობენ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ამის ნაცვლად ოპოზიცია მიმართავს საკუთარი პროვოცირებისა და ერის მოტყუების მარტივ გზას.

„თუ ამბობენ, ძმაო, ეს დიპლომი პროცედურების შესაბამისად მიღებული საბუთია; ამის განხილვა შესაძლებელია ჩვენი შესაბამისი მეგობრების მეშვეობით და სამართლებრივი არგუმენტებით. ანალოგიურად, თუ ამბობენ, ძმაო, მუნიციპალიტეტში არ არის ქურდობა, კორუფცია, უკანონობა, უსამართლობა, ბნელი და რთული ურთიერთობები - ამაზე საუბარი და ამის განხილვა შესაძლებელია ექსპერტების მეშვეობით და იურიდიული მტკიცებულებების ფონზე, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორი დღის წინ პოლიციამ დააკავა. იმამოღლუსთან ერთად დააკავეს 105 პირიც, რომელთა უმეტესობა სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან. მანამდე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა