ევროკავშირი ბელარუსში კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს

ბელარუსის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმის კონტექსტში ევროკავშირი კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“[ევროკავშირის] საბჭომ დღეს გადაწყვიტა შემზღუდველი ზომები შემოიღოს დამატებით 25 პირისა და 7 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე, ისევე როგორც წვლილის შეტანაზე მიმდინარე შიდა რეპრესიებში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდამჭერ სამხედრო თანამშრომლობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

სანქციების ქვეშ მოექცნენ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კერძოდ, მისი თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები. სანქციების ქვეშ ასევე, მოხვდა ოლეგ რომანოვი, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ბელარუსის პარლამენტში მანდატების უმრავლესობა უკავია.

“დღევანდელი სანქციები ასევე მოიცავს ცხრა მოსამართლეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებდნენ, მათ შორის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ ან უთანხმოებას გამოთქვამდნენ, ამგვარად [მოსამართლეები] მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეეხო სხვა კომპანიებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც “მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს ან მისგან სარგებელს იღებენ”.

ამ მომენტისთვის, ჯამში ევროკავშირის სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ 310 პირსა და 46 ორგანიზაციას ეხება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა