„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1-ელ აპრილს, სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1-ელ აპრილს საღამოს 22:00 საათიდან 2 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორისა და კრწანისის რაიონებში: ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ნავთლუღის II დასახლებაში რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და მეტრეველის ქუჩებს; იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას, ოდიშელიძის, ფრისის, ალადასტურისა და კვირიკაშვილის ქუჩებს; გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, ვაგზლის ქუჩას.

სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს, ფოლადაანთკარს, ფონიჭალას, ჭალასა და თელეთს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა