ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთთან სამი სცენარი არსებობს - ომი, საფრთხე ან ოკუპაცია

რუსეთის ფედერაციასთან ომის, ან მისი მხრიდან ბალტიის ქვეყნების პოტენციური ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რუსეთის შეკავება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს შეკითხვა, როგორ აფასებს მისი ქვეყანა რუსეთის გეგმას ლიეტუვაზე თავდასხმის ან მისი დესტაბილიზაციის შესახებ და რამდენად რეალურია ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე.

კესტუტის ბუდრისის თქმით, ნატო-ს ქვეყნების სადაზვერვო საზოგადოება მივიდა კონსენსუსამდე, რომ რუსეთი ნატო-სთვის გრძელვადიან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს.

„ეს პოლიტიკური მიზნები აშკარაა, რომელიც პუტინმა უკვე რამდენჯერმე გამოხატა. მან თქვა, რომ სურს, ამერიკელები არ იყვნენ ევროპაში, სურს დომინირება ევროპაში, სურს, რომ არც ლიეტუვა იყოს აყვავებული ქვეყანა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალური და გრძელვადიანია, ამიტომ აუცილებელია შეკავების უზრუნველყოფა, ვინაიდან რუსეთი მომავალშიც მეზობელ ქვეყნად დარჩება.

„რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს სამი ვარიანტი: ან ომი რუსეთთან, ან საფრთხე რუსეთისგან, ან ოკუპაცია. ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეძლოთ შეკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით ომის პოზიციაში“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ლიეტუვა უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის შეკავების ნაწილად განიხილავს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს