კაია კალასი და მარტა კოსი - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის

ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია.

„ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ეს კანონები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას, ადამიანის უფლებების დაცვას, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძირს უთხრის.

ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. ასეთი ქმედებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის პლურალიზმის ღირებულებებთან და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველოდით. ისინი უარყოფითად იმოქმედებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინონ ნამდვილი და შეუქცევადი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. ეს მოითხოვს მოქალაქეების მიმართ ძალადობის შეჩერებას, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიის კონსულტაციების გათვალისწინებას და მნიშვნელოვან დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია.

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო