Politico - დონალდ  ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს” და დროა, თავის ბიზნესს დაუბრუნდეს

დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ტრამპის გარემოცვაში სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპი კმაყოფილია მასკითა და მისი “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივენი შეთანხმდნენ, რომ დროა მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი აიღოს. მათი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს თავის შიდა წრეს, მათ შორის თავისი კაბინეტის წევრებს გაუზიარა. მასკი თავის ამჟამინდელ როლს მომდევნო კვირებში ჩამოშორდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და გარე მოკავშირე ფრუსტრირებული გახდა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობითა და მას სულ უფრო მეტად პოლიტიკურ „ნაკლად“ განიხილავდნენ.

წყაროების ცნობით, ტრანზიცია, დიდი ალბათობით, დაემთხვევა მასკის, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომლის” ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. აღნიშნული 130-დღიანი ვადის ამოწურვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში არის მოსალოდნელი.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ