IBSU-ში განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-15 საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში 2-3 მაისს გაიმართება. ყოველწლიური კონფერენცია (IRCEELT), რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლები:

ლი ენ უილიამსი | აშშ-ს ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტი

ქრისტიან ლუდვიგი | გერმანიის თავისუფალი უნივერსიტეტი

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავს შემდეგ თემებს:

განათლების საფუძვლები და თეორია

პედაგოგიური მიდგომები და პრაქტიკა

განათლების ადმინისტრირება

სასწავლო მეცნიერებები და განვითარება

ენისა და კომუნიკაციის კვლევები

პროფესიული განვითარება განათლებაში

სასწავლო გეგმა და სასწავლო დიზაინი

შეფასება და შეფასების სისტემები

უწყვეტი და საზოგადოებრივი განათლება

საგანმანათლებლო ინოვაცია და ტექნოლოგია

ხელოვნური ინტელექტი

ლიტერატურა და კულტურის კვლევები

ციფრული წიგნიერება და მედია განათლება

ინკლუზიური და სპეციალური განათლება

კროსკულტურული და საერთაშორისო განათლება

მდგრადობა და გარემოსდაცვითი განათლება

ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა განათლებაში

STEM განათლება

შედარებითი ლიტერატურა

ლიტერატურის თეორია და კრიტიკა

გამოყენებითი ლინგვისტიკა

სოციოლინგვისტიკა

ენის სწავლება და სწავლა

მთარგმნელობითი კვლევები

აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 17//04/2025

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა: 23/04/2025

ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30/05/2025

ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა