შალვა პაპუაშვილი - იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია

მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბელგიის პალატის ორივე თავმჯდომარისთვის გასაგები იყო ხედვა, რაც მათ წარუდგინეს. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

"ჩვენ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა, მათ შორის მონაწილე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო. უპირველეს ყოვლისა, საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მისიაში მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მათ შორის აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? - ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიდის. ის, რომ სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ამის გამო ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი ნაწყენი და ზოგიერთი გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს, მათ შორის ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. ბალტიელი მინისტრები გვახსოვს, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, რომ მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ. ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა.

ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. როცა ვსაუბრობდით იმაზე, რომ როცა ევროპარლამენტში რეზოლუცია მიიღება, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ რაც შეიძლება მისთვის დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი რვა თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს