გიორგი რუხაძე - ხელოვანების გაჩუმების მცდელობას აბსოლუტური უკუეფექტი ექნება, ბევრად მძიმე დარტყმას მიიღებს ივანიშვილის რეჟიმი, ვიდრე ჰგონია - ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, რა გააკეთოს? მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს

ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი ტირანია,-ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რუხაძემ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება შეაფასა და აღნიშნა, რომ დიქტატორული რეჟიმის მსგავსად, ხელისუფლება თავისუფალი სიტყვისა და ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს.

„როდესაც დიქტატურის დამყარების პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება, მთავარი პრობლემა არის თავისუფალი აზრი და თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, ასეთი თავისუფალი ადამიანები ყველაზე მეტად არიან ხელოვნების სივრცეში. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის რეჟიმები სწორედ ამას აკეთებენ. ისინი ცდილობენ გააჩუმონ თავისუფალი სიტყვა, გააჩუმონ ნიჭი, ხელოვნება და ეს ყველაფერი დაიმორჩილონ. დარწმუნებული ვარ, აქედან აბსოლუტურად არაფერი გამოვა. ამას აბსოლუტური უკუეფექტი ექნება. ბევრად უფრო მძიმე დარტყმას მიიღებს ამ ნაბიჯით ივანიშვილის რეჟიმი, ვიდრე მას ჰგონია. ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, სად იმუშაოს, რა გააკეთოს, რა დადგას და რა არ გააკეთოს? მართლა ძალიან მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს. ყველაფერი, რაც ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია და ჯდება მოვლენების განვითარების იმ მიმდინარეობაში, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს. რეალურად, ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი ტირანია. არაფერი განსხვავება აღარ არის მასშტაბის გარდა პუტინის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის, ლუკაშენკოს რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის“, - განაცხადა რუხაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, რაც დრო გადის, „ქართული ოცნება“ ელექტორალური თვალსაზრისით სუსტდება, თუმცა, როგორც გიორგი რუხაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას არ ადარდებს, თუ რამდენი ადამიანი შემოეცლება სახელისუფლებო რიგებიდან.

„ივანიშვილის რეჟიმი ელექტორალურ საკითხებზე აღარ დარდობს, რადგან მიაჩნია, რომ, ამიერიდან, საქართველოში დემოკრატიული გაგებით, არჩევნები აღარ იქნება. შესაბამისად, მას ბევრი გაუნაწყენდება თუ ცოტა, ნაკლებად აინტერესებს. რაც მას ფეხებზე არ ჰკიდია, ეს არის ფული და ძალაუფლება“, - განაცხადა რუხაძემ.

გარდა ამისა, გიორგი რუხაძემ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში, პარტიებმა არავითარ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. „ამ არჩევნებისთვის მომზადებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან დემოკრატიული არჩევნები არ იქნება. მგონია, რომ პარტია საშუალო პერსპექტივაში მაინც თუ იხედება წინ, უნდა გრძნობდეს ერთ რამეს - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მათ პოლიტიკური მომავალი არც ცალკე და არც სხვებთან ერთად არ აქვთ, თუ რეჟიმი არ დაამარცხეს“, - განაცხადა რუხაძემ.

მისი აზრით, სწორი დამოკიდებულება იქნება პარტიების გაერთიანება და დემოკრატიული არჩევნების მოპოვება. ამასთან, გიორგი რუხაძემ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. გიორგი რუხაძის განცხადებით, ჩვეულებრივ ვითარებაში გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაში ლოგიკა იქნებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში მას უნდა ესმოდეს, რომ დიქტატორულ რეჟიმებში ოპოზიციას მომავალი არ აქვს.

„ჩემი აზრით, გახარია მოკლე ხედვით შემოიფარგლება და ფიქრობს,რომ დანარჩენი ოპოზიცია „ჩაირეცხება“ და თვითონ დარჩება ის ნიშა, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიქტატორულ რეჟიმებში ოპოზიციას მომავალი არ აქვს“, - განაცხადა რუხაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე