ნანკა კალატოზიშვილი დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე - ჩვეულებრივი რეპრესიაა - უნდა დასრულდეს „ქართული ოცნება“, ეს ერთადერთი გზაა, ეს გზა უნდა მომწიფდეს ადამიანებში და მიხვდნენ, რომ მათი წასვლა უნდა მოვითხოვოთ

ეს იყო ჩვეულებრივი რეპრესია - უნდა დასრულდეს „ქართული ოცნება“, ეს გზა არის ერთადერთი, ეს გზა უნდა მომწიფდეს ადამიანებში და უნდა მიხვდნენ, რომ მათი წასვლა უნდა მოვითხოვოთ, - ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რითაც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, დოიაშვილის გათავისუფლება მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა არ არის.

„უნდა დასრულდეს „ქართული ოცნება“ - ეს გზა არის ერთადერთი. ეს გზა უნდა მომწიფდეს ადამიანებში და უნდა მიხვდნენ, რომ მათი წასვლა უნდა მოვითხოვოთ... ეს იყო ჩვეულებრივი რეპრესია. არიან ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არ არიან და არ ესმით, რას ნიშნავს სოლიდარობა. ერთი გამოდის ეკრანიდან და იძახის: მესმის ადამიანები ფულს თავს სწირავდნენ, მაგრამ იდეას როგორ შეიძლება ვინმე შეეწიროსო - ასე ამბობენ პირდაპირ. მეორე გამოდის გუშინ და ამბობს, რომ ახალი გმირები არ შეიძლება არსებობდნენო. ისინი ახალ გმირებს თავისი მოქმედებით აჩენენ, რადგან ადამიანები არ თმობენ თავის პრინციპებს. ამის ჩაკვლა უნდათ. ეს არ არის მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა. თუნდაც, როცა მეშახტეს უშვებენ სამსახურიდან, მთელი სფერო უნდა დგებოდეს ერთად. როდესაც მუშები გზას აგებენ და 3 თვე უხელფასოდ ამუშავებენ - ამის შემდეგ მთელი სფერო რომ გაიფიცება და ხმას ამოიღებს, მაშინ ვერავინ ვერაფერს ვერ გაუბედავს. სოლიდარობის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი არ იქნება“, - განაცხადა კალატოზიშვილმა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა