სტუ-ის დოქტორანტი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორების მენტორობით მიღებული ცოდნა და უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ, - ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ლაშა ყაველაშვილი აცხადებს.

მისივე ცნობით, ლაშა ყაველაშვილმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2009 წელს დაასრულა, 2023 წელს - მაგისტრატურა, ამჟამად კი, დოქტორანტურაში წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს, პარალელურად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს.

როგორც დოქტორანტი აცხადებს, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ ჩამოყალიბებასა და კარიერულ განვითარებაში, რადგან სწორედ უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ჩართულობით კომპანიაში სტაჟირება გაიარა, მუშაობა დაიწყო და, აკადემიური ხარისხის ამაღლებასთან ერთად, თანამდებობრივი წინსვლა შეძლო.

„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტს, რომელმაც თავის ალმა-მატერში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებიც გაიარა, ღრმად მქონდა გააზრებული ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც წყლის მომარაგების სისტემები მშენებლობის სექტორში ასრულებენ. ამ სფეროს განვითარება აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ამ მიმართულებით განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა. ეს დარგი ურბანული განვითარების ხერხემალს წარმოადგენს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და ცხოვრების საერთო ხარისხზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილი აკადემიური გზა მნიშვნელოვნად დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტმა მომცა მტკიცე თეორიული საფუძველი ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში, გარემოს დაცვაში და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებში. პრაქტიკული სწავლების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით, რეალურ სამყაროში ჩემი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა მომეცა, რამაც გააუმჯობესა ჩემი უნარები და გააღრმავა ჩემი ცოდნა წყლის ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, გამოცდილი პროფესორების ხელმძღვანელობით უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული და ამჟამად დოქტორანტი, მადლიერი ვარ მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის და იმისთვის, რომ სწავლასთან ერთად, ახლაც ვაგრძელებ ჩემი პროფესიული გზის ფორმირებას და სურვილი მაქვს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო დარგის განვითარებაში“, - აცხადებს ლაშა ყაველაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს