ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, აწყურის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდა, წყალსადენისა და წყალარინების 4.2 კმ სიგრძის ამორტიზებული ქსელები, მოეწყო 34 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 57 ერთეული საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2.5 მილიონ ლარზე მეტია.

„ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 30 აპრილს ახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშოების მიმდინარეობის პერიოდში, 30 აპრილს, დილის 11:00 საათიდან 1 მაისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირს, ღვინის აღმართის, მეტეხის აღმართს, ევროპის მოედანს, მეტეხის ქუჩას, დუტუ მეგრელის, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ჯორბენაძის, ურბნისის, მაჭრის, მუკუზანის, გუთნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, იალბუზის, არგვეთის, ბოდბის, ლუსინიანის, ზახაროვის, დოლაბაურის I, II და III ქუჩებს, კაჩინსკის, უჯარმის, პატარძეულის, კაკულიას, თელავის, ფოსტის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, სპანდარიანის, აწყურის, ზინდისის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, ტბელ აბუსერიძის, სახალხოს, ციხისძირის, გუდარეხის, მეველის, დიდგორის, წულაძის ქუჩას და შესახვევებს, სამრეწველოს დასახლებას, გაბრიელ სალოსის მე-4 და მე-5 შესახვევებს, ნადარეიშვილს, ლობჟანიძის, შირაქის, საექიმოს, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, შორაპნის, სოფრომაძის საინგილოს და სამგორის ქუჩების. მოსკოვის გამზირის N1-17-მდე; N2-8-მდე.

აწყურის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი