პოლონეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს

პოლონეთი რუსეთის მხრიდან ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე დგას, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ციფრულ საქმეთა მინისტრმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.

„პოლონეთის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ვდგავართ რუსული მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე. ეს ხდება დეზინფორმაციის გავრცელებით, პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდულ თავდასხმებთან ერთად, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პარალიზების მიზნით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, თავდასხმები მიმართულია წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიების, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების და სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანოების წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთში რუსული აქტივობის დონე, კიბერშეტევების თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა.

ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე