სანტიაგო ლაფუენტე - Aqualia-სთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო

Aqualia-სთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ GWP-ის მფლობელი კომპანიის Aqualia-ს გენერალურმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ, ესპანურ გამოცემა iAgua Magazine-თან კომპანიის მიღწევებთან ერთად, საქართველოში, GWP-ის შესყიდვაზე, როგორც კომპანიისთვის განსაკუთრებულად წარმატებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

„წლის განმავლობაში, ჩვენ გავაძლიერეთ ოპერირება ერთ-ერთ სტრატეგიულ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ჩვენი პირველი სამწლიანი სატარიფო გეგმა დამტკიცდა. გარდა ამისა, დავამტკიცეთ 2024-2026 წლების სტრატეგიული მდგრადობის გეგმა. საქართველოში საინვესტიციო გეგმის დასაფინანსებლად გამოვუშვით 300 მილიონი დოლარის ოდენობის მწვანე ობლიგაცია, რაც შესაბამისობაშია Aqualia-სთვის მნიშვნელოვან მდგრადი განვითარების მიზნებთან.

Aqualia-სთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ დედაქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 1.4 მილიონ ადამიანს ვემსახურებით მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული სამწლიანი სატარიფო პირობებითა და ჩვენ მიერ დამტკიცებული საინვესტიციო გეგმით.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში ტარიფების დაგეგმვის მექანიზმი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან ერთად, მის განახლებასაც მოიცავს. ეს არის პროგნოზირებული და რეგულირებადი პროცესი, რაც შესაბამისად, განვითარების მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს. საქართველოს აქვს რეგულირების გამართული მექანიზმები, სამწლიანი ტარიფების გადახედვით, რომელიც დაფუძნებულია აუდირებულ საინვესტიციო გეგმებსა და კაპიტალურ და საინვესტიციო ხარჯებზე“, - აცხადებს Aqualia-ს გენერალური დირექტორი.

ლაფუენტეს თქმით, Aqualia-ს უპირატესობა კომპანიის მასშტაბთან ერთად არის უნარი, შექმნას დამატებითი ღირებულება, სადაც არ უნდა იყოს.

„ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთჯერად კონტრაქტებზეა ორიენტირებული. გვსურს დავრჩეთ, ვინტეგრირდეთ და გვქონდეს თანაბრად მაღალი სტანდარტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

Aqualia-ს ძლიერი მხარე მომსახურების ერთიანი ფილოსოფიაა, რომელსაც ვნერგავთ როგორც პატარა, ისე დიდ და საშუალო მუნიციპალიტეტებში“,- განაცხადა ლაფუენტემ.

„გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ 2024 წელი Aqualia-სთვის გამორჩეული წელი იყო. კომპანიაში შეიმუშავეს მდგრადი განვითარების მკაფიო სტრატეგია. პროგრესს მიაღწიეს ყველა ძირითად სფეროში, როგორიცაა საერთაშორისო ზრდა, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და ფინანსური სიძლიერე.

პუბლიკაციის თანახმად, Aqualia, ერთ-ერთი წამყვანი წყლის მართვის კომპანია ევროპაში, ახალ ეტაპზე გადავიდა ახალი გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით. სანტიაგო ლაფუენტე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სფეროში, სათავეში უდგას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას და ტრანსფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს წყლის რესურსების უფრო ეფექტიან და მდგრად მართვას მსოფლიო მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს