კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუსეთი და ჩინეთი ურთიერთობებს თავიანთი ხალხების საკეთილდღეოდ ავითარებენ და არა სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით რუსეთსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ „ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს“.

შეგახსენებთ, სი ძინპინი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად გუშინ ჩავიდა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს