12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა.

კერძოდ, 2025 წლის 12 მაისს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღევლინება საზეიმო წირვა.

„ტაძარში მოსულ საზოგადოებას, საშუალება ექნება მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი. ხატი შეიქმნა „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და დაკვეთით.

გასულ წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად გაიგზავნა რომში, ფლორენციასა და ბარში. 12 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებით „წმინდა სამების ტაძრის შემდეგ, ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი“.

2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 100,000 ადამიანმა. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1,120,000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით დასრულდა კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

საზეიმო წირვის შემდეგ ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადაეცემა „საზოგადოება ივერიისას“ სპეციალური ჯილდო - ოქროს ჯვარი (მახათას ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი) და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი. მერაბ კოკოჩაშვილი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღმშენებლობის საქმეში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია