„ჰამასი“ მძევალს გაათავისუფლებს, რომელიც აშშ-ისრაელის მოქალაქეა

“ჰამასი” აცხადებს, რომ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, აშშ-ისრაელის მოქალაქეს, მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის წინ მიიღეს, რომელიც სამშაბათს არის დაგეგმილი. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელშეწყობაცაა.

ედან ალექსანდერის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა და ამას „მონუმენტალური ამბავი“ და „კეთილი ნებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა