გია ვოლსკი - გერმანიის ელჩმა ზუსტად იცის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს და თავადაც ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად - მილიარდობით დახმარებას უწევენ სირიას, გერმანიაში იწვევენ, რათა შობადობის პრობლემა დაიძლიოს, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გეგმა

[გერმანიის ელჩმა] ზუსტად იცის, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თავად ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად - თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.

ვოლსკის თქმით, „დიფ სთეითი“ წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს და თავისი ინტერესები აქვს.

მისი თქმით, საქართველო „დიფ სთეითის“ უსამართლო მოქმედებების ერთ-ერთი სამიზნეა.

„ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თვითონ ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად. ის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს. ეს ახალი მოვლენა არ არის, „დიფ სთეითი“ წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს, თავისი ინტერესები აქვს და ეს საკვირველიც არ არის არავისთვის, გარდა იმ ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ მის მიმართ ამ „დიფ სთეითის“ მოქმედება არის უსამართლო. საქართველო არის ამ უსამართლობის ერთ-ერთი სამიზნე. გერმანიის ელჩიც ლაპარაკობს სანქციებზე და ამ დროს, არათუ სანქციები, არამედ მილიარდობით დახმარებას უწევს სირიის ახალ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, უამრავი სისხლი დაიღვარა სირიის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ეს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. უფრო მეტიც, გერმანიაში იწვევენ იმისთვის, რათა შობადობის პრობლემა იქნას დაძლეული. ეს უკვე ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გეგმა, რომელსაც გარკვეული მიზნები და ამოცანები აქვს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს და ის გამოგონილია.„ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა,“ - განაცხადა ფიშერმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა