ანონსი  15 მაისი

15 მაისს, 10:00 საათზე, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

15 მაისს, 10:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

15 მაისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

15 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი, ინფლაციის მაჩვენებელი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო გაიმართება.

15 მაისს, 15:00 საათზე, სოფელ შავშვებში ოსური ენის დღე აღინიშნება, ღონისძიებაზე მიწვეული არიან მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მერის მოადგილე და სხვა წარმომადგენლები.

15 მაისს, 17:00 საათზე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას დაესწრება.

მის: აბაშიძის #34, ვაკის ტერმინალი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

15 მაისს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „ფოლკლორი ჩვენი ტრადიციაა“, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეს ეძღვნება გაიმართება.

საკონტაქტო: თამარ ცალქალამანიძე - 577 15 02 42

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია