კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის წინა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

პრესსპიკერის თქმით, მათ ასევე განიხილეს სანქციების გამოყენების საკითხი, თუ რუსეთი სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მას მშვიდობა სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.

Reuters-ი წერს, რომ მოლაპარაკებები მოჰყვა ლიდერების ინტენსიურ დიპლომატიას, რომელიც 10 მაისს კიევში მათი ვიზიტით დაიწყო, როდესაც ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერა გამოთქვეს უკრაინაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიმართ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა