სემეკი - განხორციელებული ტვინინგის პროექტები საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სემეკის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრა გახსნა სემეკის წევრმა და პროექტების ხელმძღვანელმა, გიორგი ფანგანმა.

„სემეკში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მიეცა ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. აღსანიშნავია, როგორც ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავება, განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარება, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარის დიგიტალიზაცია. ტვინინგ ლაითის პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა სემეკის საქმიანობის გაუმჯობესება, ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიანი რეგულირების ხელშეწყობა“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკში განხორციელებული ტვინინგის რიგით მე-4 პროექტის - „ქსელური ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის რეგულირების სტრატეგიის განვითარებისა და მოთხოვნის მხარდაჭერის ჩართულობის უზრუნველსაყოფად რეგულირების ჩარჩოს შექმნის შესახებ“ პარტნიორები იყვნენ ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control) და გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA). პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე.

ტვინინგ ლაითის პროექტის - „დიგიტალიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში კომისიის დახმარების შესახებ“ ხანგრძლივობა იყო 9 თვე, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაცია - იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE).

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს