„კვირის პალიტრის“ უნიკალური პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში გახსნილი სპეციალური ყუთები ივნისში დაილუქება - წერილის ყუთში დატოვების ბოლო ვადა 31 მაისია

გაზეთ „კვირის პალიტრის“ უნიკალური პროექტი „გზავნილი მომავალში“, რომელიც პირველად 2000 წელს განხორციელდა, რედაქციამ 2025 წელს გაიმეორა, რასაც უზარმაზარი აჟიოტაჟი და ინტერესი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ გაზეთის 21 აპრილის, 28 აპრილის, 5 მაისისა და 12 მაისის ნომრებში მოქალაქეებს დახვდათ კონვერტის ბლანკი. ჩვენს მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის და თუნდაც ქვეყნისთვის მიეწერათ წერილი. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ (2035 ან 2050 წელს).

გაზეთზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „კვირის პალიტრის“ გამოწერა ონლაინაც იყო შესაძლებელი - ამისთვის უნდა ეწვიოთ ამ ბმულს.

ამასთან, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წერილის ყუთში დატოვების ბოლო ვადაა 31 მაისი.

31 მაისის შემდეგ წერილები გადახარისხდება წლების მიხედვით, სკივრში დაილუქება, შემდეგ კი ეროვნული არქივის საცავში შეინახება.

შეგახსენებთ, რომ წერილი უნდა მიიტანოთ თქვენს ქალაქში მდებარე „ბიბლუსის“ მაღაზიაში და ჩააგდოთ ბრენდირებულ ყუთში.

თბილისსა და რეგიონებში მდებარე ბიბლუსის იმ მაღაზიების მისამართები, სადაც გზავნილი მომავლისთვის ბრენდირებული ყუთები არის განთავსებული.

თბილისი - კანდელაკის ქ. #7;

თბილისი - ჭავჭავაძის გამზ. #2(„ბიბლუსი გალერეა“);

თბილისი - ს/ც „გალერია თბილისი“,

თბილისი - ს/ც „გლდანი მოლი“ 1-ელი სართული;

თბილისი - ჭავჭავაძის გამზ. #74/76, მიშველაძის #5;

თბილისი - ვარკეთილი, კალოუბნის # 41;

თბილისი - ხიზაბავრის ქ.# 1;

თბილისი - ცოტნე დადიანის ქ. # 152;

თბილისი - ს/ც ქარვასლა, ცოტნე დადიანის ქ. # 7;

თბილისი - წერეთელის # 49/51;

თბილისი - თემქა 10კვ. 28 კორპ;

თბილისი - ქართულ-ამერიკული მეგობრობის #25;

თბილისი - იოსებიძის # 49;

ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის #29;

ბათუმი - აბაშიძის და ვაჟა- ფშაველას კვეთა 52/16.

რუსთავი - შარტავასა და ლომოურის ქუჩების კვეთა.

ზუგდიდი - კოსტავას ქ.# 28

საგურამო - ქუჩა პირველი.

გორი - სტალინის ქ # 9

საგარეჯო - აღმაშენებლის ქ. # 16

მცხეთა - სამხედროს # 15

ქუთაისი - რუსთაველის # 4

თელავი - ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.

ხონი - ჭანტურიას ქ# 11, (ყოფ.გამარჯვების ქ.# 9)

ბაკურიანი - აღმაშენებლის # 14

ახალციხე - კოსტავას ქ. # 32

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს