ნიდერლანდები უკრაინას დაპირებული F-16-ებიდან ბოლო მოიერიშე თვითმფრინავებს უგზავნის

ნიდერლანდები უკრაინაში ბოლო, 24-ე, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავს 26 მაისს გაგზავნიან.

„ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავი მალე უკრაინაში იქნება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმებით აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სერიოზულად განიხილოს. ამიტომ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევა.

„ასევე ვამზადებთ პილოტებსა და ტექნიკოსებს და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სამხედრო დოქტრინებს, რათა უკრაინამ შეძლოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს შეესაბამება“, - აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა