PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

29 მაისს, ქ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური სპონსორობის ფარგლებში, კომპანია PSP საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს.

მემორანდმუმს ხელი მოაწერეს PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ.

“PSP-სა და „ტორპედოს“ შორის ურთიერთანამშრომლობა შარშან დავიწყეთ და წელსაც ვაგრძელებთ კლუბის მედიკამენტებით და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფას. ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება, PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, PSP 30 წლის მანძილზე, არაერთი სპორტის სახეობისა და კლუბის მხარდაჭერია. ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. წარმატებებს ვუსურვებთ კლუბ „ტორპედოს“, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

„პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ერთგული პარტნიორი “პსპ”-ს მიმართ, რასაც კლუბში თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. სასიამოვნოა ისეთ მძლავრ ფარმაცეპტულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც წლებია წარმატებულად ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმებით უკვე 2 წელს ჩაითვლის ჩვენი პარტნიორობა, რაც გვაძლევს საფუძველს მომავალში უფრო მჭიდრო და ფუნდამეტური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ ერთად, წინ ბევრი წარმატება გველის“- განაცხადა დავით დოლაბერიძემ.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად