საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში, რის შესახებაც ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სავალუტო ფონდი განმარტავს, რომ სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალურ ელემენტად რჩება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანსიების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა, მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს, ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს