დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად უკრძალავს.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე კი შესაბამისი პრესრელიზი გამოქვეყნდა.

სრული აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისები გათვალისწინებულია შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის. მათზე არ გაიცემა სტუმრის ან სტუდენტური ვიზები. ამავდროულად, შეუნარჩუნდებათ ვიზები, მაგალითად, სამუშაო მიზნებისთვის ან ამერიკელ ნათესავებთან გაერთიანებისთვის.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დაცვას უცხოელი ტერორისტების და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საფრთხეების შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ქვეყნების სია ეფუძნება ანალიზს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იანვრიდან ახორციელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ასეთი ზომების შემოღების მიზეზი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში ებრაელი აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმა გახდა, როდესაც ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც შეერთებულ შტატებში ცოლ-შვილთან ერთად არალეგალურად ცხოვრობს, შეკრებილ მოქალაქეებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას!“. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

"21-ე საუკუნეში ვხედავდით და ვხედავთ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებსაც მსოფლიოს საშიში ადგილებიდან ჩამოსული ვადაგასული ვიზების მქონე უცხოელები ახორციელებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყანაში ასეთი მილიონობით ადამიანია.

ტერორისტულ თავდასხმებზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, „ის, რაც ევროპაში მოხდა, ამერიკაშიც მოხდეს“. მისი თქმით, სიას, შესაძლოა, ახალი ქვეყნებიც დაემატოს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება