დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების თანახმად, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უგანდის წარმომადგენელ სოლომი ბალუნგი ბოსას, პერუს წარმომადგენელ ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსას, ბენინის წარმომადგენელ რეინე ადელაიდა სოფი ალაპინი განსუსა და სლოვენიის წარმომადგენელ ბეტი ჰოლერს.

„ეს ოთხი პირი აქტიურად იყო ჩართული ჰააგის სასამართლოს უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებში აშშ-ისა თუ ჩვენი მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პოლიტიზებულია და ამტკიცებს, რომ უფლება აქვს, გამოიძიოს, ბრალი დასდოს და დასაჯოს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

რუბიოს თქმით, ალაპინი განსუმ და ბეტი ჰოლერმა მიიღეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

სოლომი ბალუნგი ბოსა და ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა კი ჩართულები იყვნენ 2020 წელს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყების უფლება მისცა.

ჰააგის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, რომელიც იმედსა და სამართლიანობას აძლევს „წარმოუდგენელი სისასტიკის“ მილიონობით მსხვერპლს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა