ილონ მასკი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება

„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება.

კერძოდ, მასკი გამოეხმაურა პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც „ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების“ იდეით გამოვიდა. „დიახ“, - დაწერა ილონ მასკმა პოსტის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ერთმანეთს აკრიტიკებენ. მასკმა გუშინ დაწერა, რომ მის გარეშე „ტრამპი არჩევნებს წააგებდა”. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ჭკუიდან შეიშალა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.

„ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!“, - განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა