იმუნოთერაპია: იმედი კიბოს მკურნალობაში

თქვენი იმუნური სისტემა კიბოზე ჭკვიანია

თურქეთში, Acıbadem-ის ონკოლოგიის დეპარტამენტში პაციენტებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ვთავაზობთ. ქირურგია, სისტემური თერაპია და რადიოთერაპია გამოიყენება კიბოს როგორც ადრეული, ისე შემდგომი სტადიების დროს.

შეკითხვაზე არის თუ არა იმუნოთერაპია ახალი სასწაული კიბოს მკურნალობის პროცესში? შესაძლოა პასუხი დადებითი იყოს. ბოლო ათწლეულში ამ მიდგომამ კიბოს მქონე მრავალი პაციენტის სიცოცხლე შეცვალა. კიბოს მკურნალობა იმუნური სისტემის დახმარებით დღესდღეობით ითვლება კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად, ქირურგიასთან, რადიოთერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან ან რადიოთერაპიისგან განსხვავებით. აღნიშნული თერაპია მიმართულია იმუნური სისტემის გაძლიერებისკენ, რომელსაც Acıbadem-ში ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია, რაც ვიყენებთ პაციენტებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოგვმართავენ. ჩვენი ონკოლოგების მაღალი დონის კვალიფიკაციის წყალობით კი შთამაგონებელ და საიმედო შედეგებს ვიღებთ. გვჯერა, რომ იმუნოთერაპია მრავალი ტიპის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გზაა. ეჭვგარეშეა, რომ იგი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და კიბოს მქონე პაციენტების სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელსაც ზრდის.

როგორ ეხმარება იმუნოთერაპია კიბოს მკურნალობას?

იმუნოთერაპია კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად პაციენტის სხეულის იმუნურ სისტემას იყენებს. მართალია იმუნური სისტემის ძირითადი როლი სხეულის დაავადებებისგან დაცვაა, მაგრამ ზოგჯერ მას უჭირს კიბოს მსგავსი რთული დაავადების ამოცნობა და აღმოფხვრა. დღესდღეობით შესაძლებელია იმუნური სისტემა იმგვარად გავაძლიეროთ, რომ იმუნოთერაპიის შედეგად შევძლოთ კიბოს უჯრედების პოვნა და მათგან გათავისუფლება.

იმუნოთერაპიაში გამოსაყენებელი მედიკამენტები, როგორც წესი, პაციენტის სხეულში ინტრავენური ინფუზიის გზით შეიყვანება. იმუნოთერაპიას მკურნალობის პირველად მეთოდად იყენებენ მრავალი ტიპის მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში. იმუნოთერაპია ინიშნება, როგორც დამოუკიდებელი მკურნალობა, ასევე სხვა თერაპიებთან კომბინაციაშიც, მაგალითისათვის როგორიცაა ქიმიოთერაპია, ტარგეტირებული თერაპია და რადიოთერაპია. გარდა ამისა, იგი ასევე შეიძლება დაინიშნოს ქირურგიულ პროცედურამდე ან მის შემდეგ. როგორც წესი, სხვა მეთოდებთან კომბინაციაში იმუნოთერაპიით მკურნალობის შედეგების ეფექტიანობა იზრდება 20-30%-ით.

რომელი ტიპის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება იმუნოთერაპია?

იმუნოთერაპიის რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა გზით აძლიერებენ იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. მათი გამოყენება და ეფექტიანობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, სტადიაზე და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად ფონზე. იმუნოთერაპია ეფექტური აღმოჩნდა კიბოს რამდენიმე ტიპის მკურნალობაში, მათ შორისაა: მელანომა, ფილტვის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, თირკმლის კიბო, კუჭის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო, ღვიძლის კიბო, ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, თავისა და კისრის კიბოები და ლიმფომა.

პაციენტის წარმატების ისტორია: იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს დროს

პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს იმის გაგება, თუ როგორ აუმჯობესებს იმუნოთერაპია მკურნალობის შედეგებს რეალური კომპლექსური შემთხვევის მაგალითზე. კერძოდ კი 68 წლის მამაკაცმა კლინიკაში სახის დამბლის ჩივილით მოგვმართა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ტვინში სიმსივნე, ხოლო ბიოფსიის შედეგად დადგინდა, რომ იგი ფილტვის კიბოს მეტასტაზა იყო. ფილტვში არსებული დაზიანების სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ქიმიოთერაპია, ხოლო ტვინისთვის კი რადიოთერაპია. ოთხი კურსის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანებები პროგრესირებს, რაც ნიშნავდა, რომ სიმსივნე ქიმიოთერაპიის მიმართ რეზისტენტული იყო. ამ შემთხვევაში Acıbadem-ის ონკოლოგიის ექსპერტთა გუნდმა გადაწყვიტა მკურნალობის იმუნოთერაპიით გაგრძელება. პაციენტი იმუნოთერაპიის მედიკამენტებს ორი წლის განმავლობაში იღებდა. მკურნალობის მესამე თვიდან დაზიანებები შემცირდა, ხოლო მერვე თვიდან თითქმის მთლიანად გაქრა. ამჟამად კი პაციენტი უკვე 4 წელზე მეტია, რაც კიბოსგან თავისუფალია — რაც შესანიშნავია.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება