თინა ბოკუჩავა - მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე - მას ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი და გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით

მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, თავს დაესხნენ და გაიტაცეს - რეალური მიზეზი ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმებაა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".

„საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს, ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, თვალები აუხვიეს. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.

ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან თვალებახვეული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ, მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში. ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას ვცდილობდი, მას არ აძლევდნენ ტელეფონზე წვდომას.

ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი. ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოუხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა, ეს არის, მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება.

ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთები, მათ შორის, გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რეჟიმმა ჩათვალა, რომ მას ვერ იჭერენ და გადაწყვიტეს, მასზე ოჯახით ზეწოლა განახორციელონ“.„რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ. ამიტომ, გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია! არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, რეჟიმის სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში