მექსიკის პრეზიდენტი - ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ვგმობთ

ჩვენ ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ვგმობთ , - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.

„ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“, - განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.

ასევე, მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საიმიგრაციო პროცესების დაცვისას კანონის უზენაესობას პატივი სცენ.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხუან რამონ დე ლა ფუენტეს განცხადებით, ლოს-ანჯელესში ბოლო დროს ჩატარებული საიმიგრაციო რეიდების შედეგად, სულ მცირე, 42 მექსიკელია დაკავებული.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები საპროტესტო აქციებზე მექსიკის დროშებს აფრიალებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს