დიმიტრი ცქიტიშვილი - მათე დევიძე სრულიად უდანაშაულოა და სრულიად დაუმსახურებლად ებრძვის რეჟიმი - ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ შეურიგებელი ვიყოთ, არ უნდა დავიღალოთ, ამ მდგომარეობის ნორმალიზება არ უნდა მოხდეს

ურთულესი დღეა, მათე დევიძე არის სრულიად უდანაშაულო, სრულიად დაუმსახურებლად ებრძვის რეჟიმი, რომ თავისი იმიჯი და ძალაუფლება დაამტკიცოს, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას.

როგორც მან ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს შეურიგებლობა.

„ნაძირალების ერთნაირი მასა ებრძვის პატარა ბიჭებს და გოგოებს იმისთვის, რომ თავისი თავი დაიმკვიდროს. უმძიმესი ფაქტია, ქართული ისტორიისთვის და რეალობისთვის, ამ შავ ლაქას დიდი ხანი ვერ ჩამოირეცხავენ ისინიც და სამწუხაროდ, საქართველოც. ეს არის უმძიმესი დანაშაული საზოგადოებისა და ქვეყნის მომავლის წინაშე.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ შეურიგებელი ვიყოთ, არ უნდა დავიღალოთ. ამ მდგომარეობის ნორმალიზება არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე