IBSU-მ მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

„კონფერენცია სხვადასხვა სექციას მოიცავს, მათ შორისაა: საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი), ეკონომიკა, ტურიზმი, სამართალი, განათლების ადმინისტრირება, ამერიკისმცოდნეობა, ციფრული მედია და კომუნიკაცია, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფსიქოლოგია, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები და არქიტექტურა.

კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობენ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ისე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.

ამ მხრივ, წლევანდელი რიგით მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია, განსაკუთრებით გამორჩეული იყო, რადგან მასში მონაწილეობა სტუდენტთა უპრეცედენტოდ დიდმა ოდენობამ, ჯამში 12 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 400-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე