ისააკ ჰერცოგი - სიახლე მაქვს ირანის რეჟიმისთვის: თქვენ გგონიათ, რომ გამოგვფიტავთ, შეარყევთ ჩვენს თავდაჯერებულობას, მაგრამ სრულიად ცდებით - ვფიქრობ, ამას ირანში გრძნობთ

ირანის რეჟიმი ისრაელს ვერ გამოფიტავს, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ჟურნალისტებს პეტახ ტიკვაში განუცხადა, სადაც მან ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელზედაც ირანმა ღამით საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

„ეს ნგრევა სუფთა ბოროტებაა, რომელიც მიმართულია მთელი ისრაელის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაგრამ სიახლე მაქვს ირანის რეჟიმისთვის: თქვენ გგონიათ, რომ გამოგვფიტავთ, შეარყევთ ჩვენს თავდაჯერებულობას - მაგრამ სრულიად ცდებით. ვფიქრობ, ამას ირანში გრძნობთ. ვფიქრობ, ირანელ ხალხს ყელში ამოუვიდა და ცვლილებები სურს და, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონი ასევე იმსახურებს ცვლილებებს. ისრაელელებს ვერაფერი შეარყევს“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

მან „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რომლებიც კანადაში სამიტს მართავენ, ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დაგვიჭირეთ მხარი და ორი რამ ნათლად გამოხატეთ: ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის არანაირი შესაძლებლობა და მეორეც, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ ჩვენი მძევლები, დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ისააკ ჰერცოგმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელმა ერთი წამითაც არ უნდა დაივიწყოს „ძმები და დები, რომლებიც ღაზაში მძევლად არიან აყვანილები“ და რომ მისი აზრით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია მათი დაბრუნების მცდელობის ნაწილიცაა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში