ახალი ნაბიჯები გლობალური სამედიცინო პარტნიორობისკენ - თსსუ-ის ვიზიტი ჩინეთში

თსსუ განაგრძობს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას და სტუდენტებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნას. ამ მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის ხელმძღვანელობით ეწვია ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებს. ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

დელეგაცია სტუმრობდა ბეიჯინგის, გუანჯოუსა და სენჯენის საუნივერსიტეტო კლინიკებს, ასევე გუანჯოუს ჩინური მედიცინის უნივერსიტეტს. განხორციელდა შეხვედრები უნივერსიტეტების პრეზიდენტებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ქართულ და ჩინურ დიპლომებს შორის ურთიერთაღიარების შესაძლებლობები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების პერსპექტივები.

ამ ეტაპზე, მხარეები ამუშავებენ მემორანდუმს ხელმოსაწერად. თსსუ-მ მიიღო შეთავაზება, რომლის მიხედვითაც თსსუ-ის 20 სტუდენტი ყოველწლიურად გაივლის სტაჟირებას ქ. გუანჯოუს ჩინური მედიცინის უნივერსიტეტში, „ჩინური ხიდის“ პროექტის ფარგლებში;

ხოლო, 20 ივლისიდან 30 აგვისტომდე, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი გაივლის სპეციალურ ტრენინგს სენჯენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

თსსუ-ის დელეგაცია აგრეთვე სტუმრობდა სამედიცინო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბრენდის – Mindray-ის ოფისს, სადაც მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობასა და ინოვაციურ მიდგომებზე..

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს