ვლადიმერ პუტინი - ისრაელს არაერთხელ ვაცნობეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების განზრახვა არ აქვს

ისრაელს არაერთხელ ვაცნობეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების განზრახვა არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

„უნდა ითქვას, რომ რუსეთს, ისევე როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აბსოლუტურად არასდროს ჰქონიათ რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად ემზადება. ჩვენ ამის შესახებ ისრაელის ხელმძღვანელობას არაერთხელ ვაცნობეთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მოგვარება შესაძლებელია.

„არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელთა განხილვა და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის შეშფოთებების მოსაგვარებლად შესაბამისი ფორმები და შესაძლებლობები არსებობს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე