„საქართველოს ბანკი“, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, მოტივაციის თემაზე ვორკშოპს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი უმასპინძლებს ორდღიან ვორქშოპს თემაზე - თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია.

ვორქშოპს გაუძღვება დანიელ მათერი - საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვორქშოპის მონაწილეები:

  • გაიგებენ, როგორ შეიძლება საკუთარი მოტივაციის მართვა და ეფექტური ლიდერის როლის გაძლიერება;
  • გაეცნობიან გუნდური მოტივაციის ჩამოყალიბების მექანიზმებს და პრაქტიკულ მიდგომებს;
  • ისწავლიან, როგორ აირიდონ თავიდან დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორები;
  • გაეცნობიან თანამედროვე კვლევებს და გრძელვადიან სამოტივაციო სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობასა და პროდუქტიულობას.

ვორქშოპი 24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ღონისძიება ტარდება ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებშიესაა ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

(R)

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა