კატარმა საჰაერო სივრცე დახურა

კატარმა საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს და მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მანამდე, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კატარში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებზე იერიშებით დაემუქრა.

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა, ალ-უდეიდას ავიაბაზა მდებარეობს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა