A.C. Milan საქართველოში პირველ Milan Junior Camp-ს იწყებს

A.C. Milan საქართველოში პირველი Milan Junior Camp-ის დაწყებას აანონსებს. ბანაკი თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტ ცენტრში 8–დან 14 სექტემბრამდე გაიხსნება.

2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ ეს ახალი ინიციატივა ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოების მიმართულებით. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია და მიზნად ისახავს ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებას, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.

6–დან 15 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ Milan Junior Camp–ში მონაწილეები ოფიციალური კლუბის მწვრთნელების მეთვალყურეობით ჩაერთვებიან და იმ სპეციალურ პროგრამას გაივლიან, რომელიც კლუბის მენეჯმენტისა და ჩემპიონთა შემადგენლობის საავტორო მეთოდოლოგიას ეფუძნება.

პროგრამა მოიცავს გართობას, გუნდურ მუშაობასა და პიროვნულ განვითარებას, რაც უსაფრთხო, ინკლუზიურ და მოტივაციურ გარემოს უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, დავიწყოთ Milan Junior Camp საქართველოში. ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი ვნება, ღირებულებები და სამწვრთნელო მეთოდები ახალ ქვეყნებს გავუზიაროთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობისას, მათი სპორტული და პიროვნული ზრდის კუთხით, მსგავს ინიციატივებს შთამბეჭდავი ეფექტი აქვთ,“ - აღნიშნავს A.C. Milan-ის ბრენდის ელჩი დანიელე მასარო. იხილეთ ოფიციალური განცხადება სრულად.

საქართველოში პროექტს Sports Corporation LLC მასპინძლობს. როგორც Sports Corporation LLC-ის დამფუძნებლები: გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი და გურამ ქაჩახიძე აღნიშნავენ, Milan Junior Camp-ის მასპინძლობა მათთვის ძალიან სასიხარულოა. მათივე განმარტებით, პროგრამა აერთიანებს ელიტარულ ტრენინგებსა და დაუვიწყარ გამოცდილებას პროფესიულ და შთამბეჭდავ გარემოში. პროექტის მედია პარტნიორია „პალიტრა მედია ჰოლდინგი“.

იხილეთ რეგისტრაციის ბმული.

(R)

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა